დარწმუნებული ვარ, ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის – ელინა ვალტონენის განცხადება

ელინა ვალტონენმა, ფინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი.

„ფინეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია. ეს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის გატარებაში პროგრესის ნიშნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი