კახა გოგოლაშვილი: ვინმეს სჯერა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მიიღებენ მონაწილეობას უკანონო ავანტურაში?

“საუბრობენ იმაზე, რომ ოცნება საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებსო.
ორგანული კანონის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქარველოს პრეზიდენტი, პრემიერის წარდგენით. სანამ სალომე პრეზიდენტია ამას ვერავინ შეძლებს. მით უმეტეს, არ იქნება კანონიერი არც, მისი “არჩევის” შემდგომ, არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.
მეორე პრობლემა არის მისი განხორციელება. ჯარის ჩართვის გარეშე საგანგებო მდგომარეობის რეალიზაციას ვერ მოახდენენ. საპოლიციო ძალები ამას ვერ გაწვდება. ვინმეს სჯერა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მიიღებენ მონაწილეობას უკანონო ავანტურაში?
ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კანონიერი საფუძველი ჭირდება. საფუძველი კი ომი, შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება, კატასტროფა ან, როგორც მინიმუმ, არეულობაა. სხვაზე აღარ ვსაუბრობ და “არეულობად” ვერ მონათლავ ვერც მშვიდობიან მიტინგს და ვერც საყოველთაო დაუმორჩილებლობას. ესენი საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული უფლებებია. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია არც კი იფიქრონ ასეთ ზომებზე. კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალია, და, დროა შეიგნოს ოცნებამ, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო წინააღმდეგობის ძალებისთვის, ახალი სთვის პირობების შესათანხმებლად, მოლაპარაკებების შეთავაზება”, –  წერს სოციალურ ქსელში „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?