სიგარეტზე აქციზი 20 თეთრით გაიზრდება, აიქოსზე – 15 თეთრით – მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სიგარეტზე აქციზი 20 თეთრით გაიზრდება, აიქოსზე – 15 თეთრით – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.
„მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო 20 თეთრის ოდენობის იქნება სიგარეტის შემთხვევაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მას ასევე განაცხადა, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი 5%-ით იზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ყაზახური მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით, შექმნილ ფაქტორთა ერთობლიობა, საქართველოს უხსნის შესაძლებლობების „ფანჯარას“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოხმარებისათვის, რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულის შემცირება მოახდინოს“ – TCRC