„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, დონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მექსიკაში აშშ-ის ყოფილი ელჩს, კრისტოფერ ლანდაუს დანიშნავს.
როგორც გამოცემა წერს, კრისტოფერ ლანდაუ იმუშავებს აშშ-ის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და გაატარებს საგარეო პოლიტიკას პრინციპით – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის როლსაც ასრულებს.
გამოცემა იუწყება, რომ ლანდაუს გამოცდილების გათვალისწინებით, ის არალეგალური მიგრაციისა და მექსიკასთან ვაჭრობის საკითხებზე იმუშავებს.
ტრამპის თქმით, ლანდაუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არალეგალური იმიგრაციის შემცირებაში, როდესაც ის მექსიკაში ელჩად მუშაობდა.
კრისტოფერ ლანდაუ პროფესიით იურისტია, ამჟამად ის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში მუშაობს.
1tv.ge