ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ნაძვის ხე დადგეს, რომელზეც თბილისში აქციის დროს დაშავებული აქციის მონაწილეების ფოტოები ჩამოკიდეს.
შეკრებილების თქმით, “მოძალადე სისტემამ უნდა ნახოს, მშვიდობიანი მოქალაქეები რომლებსაც ჯანმრთელობა დაუზიანეს და კლინიკებში იმყოფებიან”.
აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორთანაც მივიდნენ, სადაც დაკავებულებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს. “საშინელებაა, რაც თბილისში ხდება, ახალგაზრდებს სისხლის სამართლის მუხლით აპატიმრებენ, ათას სიბინძურეს სჩადიან, რომ მოქალაქეები გაჩუმდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება“, – აცხადებენ ისინი.
მოგვიანებით, ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი.