პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 10 დეკემბერს უყრის კენჭს

პარლამენტი, 10 დეკემბერს, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის სთვის, პარტიის თავმჯდომარე სა და პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილ სთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.
საკითხს თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გავა.
გარდა ამისა, პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, პარლამენტის დღის წესრიგშია
ირაკლი კობახიძის, მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
ირაკლი კვლავ პრემიერ-მინისტრია, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა, დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.