მდინარაძე ბლინკენის განცხადებაზე: კუდის მოქნევის მორიგი ცუდი მცდელობაა

უმრავლესობის ლიდერი სანქციებთან დაკავშირებით ს განცხადებას “კუდის მოქნევის მორიგ მცდელობას” უწოდებს და -ს კვლავ სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

“კუდის მოქნევის მორიგი, ძალიან ცუდი მცდელობა. ბლინკენი არის ის თანამდებობის პირი და ბიუროკრატი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მ ჯარში გასაწვევ პირთა ასაკი უნდა დაწიოს. აბსოლუტურად ვეთანხმები ს დღევანდელ შეფასებას (გუნდის პოზიციაც დარწმუნებული ვარ, რომ ესაა), რომ მათ უნდა შეწყვიტონ ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მითუმეტეს ასეთი მავნებლური მოწოდებები, რომ უკრაინელებმა კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები შესწირონ ამ საშინელ ომს და ეს არ აკეთონ მშვიდობაზე ზრუნვის ნაცვლად.

გვახსოვს, წინა წლებში, წინა თვეებში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები სანქციებთან და მსგავს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ისევ ბლინკენის გახმოვანებით. ჩვენ უნდა ვუთხრათ მას, რომ სწორედ ასეთი უსაფუძვლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს. როდესაც ასე ჰაერიდან მოიტან და ვიღაცის, აგენტურის მხარდასაჭერად იღებ მსგავს უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებია, რომლებიც აქეზებს ძალადობას მათ შორის, ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში.
გარდა იმისა, რომ ეს არის წამსვლელი ხელისუფლების ერთ-ერთი ბიუროკრატი, მასთან იმიტომ არ გვაქვს არაფერი დამატებით სასაუბრო, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც რამდენი თვის წინ თავის თანამშრომლებს გამოუცხადა, რომ კაცს კაცი და ქალას ქალი არ დაუძახონ”- თქვა მდინარაძემ.

5 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და დაგმო ქართული ოცნების “სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, პროტესტის მონაწილეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ”.