საფრანგეთში პარიზის ღვთისმშობლის განახლებული ტაძრის გახსნაზე ქართველი მოქანდაკისა და ოქრომჭედლის გუჯი ამაშუკელის მიერ დამზადებული საწინამძღვრო ჯვარი გამოაბრძანეს.
ქართველ ხელოვანს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისთვის დამზადებული აქვს მოსანათლი ემბაზი.
გუჯი ამაშუკელის მიერ შარტრის ტაძრისთვის შექმნილი ლიტურგიისათვის აუცილებელი 17 ნივთი სახელმწიფომ ეროვნულ საგანძურად აღიარა.
ქართველი ოქრომჭედლის დამზადებული სამკაულები და მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა.