SCOOT SCOOT სოლიდარობის ფონდში ₾10 000 – ს რიცხავს

შპს S.S.C Scooter Service Center ს.ს.ც სკუტერების სერვის ცენტრი, იგივე “სკუტ სკუტი” 10 000 ლარს სოლიდარობის ფონდში რიცხავს. ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხა თავისუფლებისთვის მებრძოლი, გასაჭირში მყოფ თანამოქალაქეებს მოხმარდებათ.
საქმე ისაა, რომ საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებლის, ნიკა გილაურის ინიციატივით აქციებზე დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების ფონდი შეიქმნა.