საქართველოში დანიის საელჩო – დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის!

დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის!, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში დანიის საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
განცხადებასთან ერთად საელჩოს გვერდი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და აქციაზე თავდასხმის შედეგად დაშავებული ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძისა და ოპერატორის გიორგი შეწირულის ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად დასვას შეკითხვები და გამოიძიოს მოვლენები.
„საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად ვეწვიეთ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც სასტიკი თავდასხმის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიან. ჟურნალისტებს თავს მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაესხნენ, როდესაც ისინი თბილისში საპროტესტო აქციას აშუქებდნენ.
ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად დასვას შეკითხვები და გამოიძიოს მოვლენები. ამ ძირითადი ღირებულებების დაცვა აუცილებელია თავისუფლების დასაცავად და ყველასთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი