„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან მიმდინარე აქციას არქიტექტორები შეუერთდნენ

თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლების აქციას, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობს, არქიტექტორები შეუერთდნენ.
არქიტექტორები თავდაპირველად თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც „პირველ არხთან“ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მათ გაშლილი აქვთ ბანერი – “არქიტექტორები სოლიდარობისთვის”.
მათი თქმით, ეს არის სოლიდარობის აქცია და კოლეგებს აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.
ადგილზე ამ წუთებში, იმყოფებიან არქიტექტორები, მსახიობები და მოქალაქეები.
აქციის პარალელურად, დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პირველი არხის შესასვლელში არიან განლაგებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი