აქციებზე დაკავებულ სანდრო ქინქლაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 2 დაკავებულს ჯარიმა დაეკისრა, ნაწილი კი სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გათავისუფლდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 18 წლის სანდრო ქინქლაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა დროს დაკავებული მომიტინგეების ადმინისტრაციული პროცესები სხვადასხვა მოსამართლემ განიხილა.
საბა ჭანკვეტაძეს 2200 ლარიანი ჯარიმა, ლუკა კოტიაშვილის 2000 ლარიანი ჯარიმა, დავით ხარაიშვილს, ბესო ლიპარტელიანს, თორნიკე ბერაძეს და ლუკა გაბედავას კი მოსამართლეებმა სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს.
ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი