“აი, თურმე, ვის ჰგავს ალისკა” – სოფო ნიჟარაძე ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს

“აი, თურმე, ვის ჰგავს ალისკა” – ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს.
მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს. უსაყვარლესი ალისა საზოგადოებაში უკვე პოპულარულია და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს ს სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.
2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო “ევროვიზიის” კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.
შვიდი წლის ასაკში სოფო ჯანსულ კახიძემ შეამჩნია და მიიწვია ფილმში “იავნანამ რა ჰქნა”, სადაც მან ცნობილ ქართველ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა. ამავე პერიოდში სოფო მიიწვიეს საბავშვო სტუდიაში, “ბასტი-ბუბუს” სოლისტად, სადაც მან შეასრულა არაერთი წამყვანი პარტია სპექტაკლებში, შოუებსა და ტელეპროექტებში. ცხრა წლის ასაკში სოფომ საფრანგეთის საელჩოს წვეულებაზე შეასრულა მსოფლიო ჰიტი “Sous Le Ciel De Paris”. ფრანგი ჟურნალისტი ბერნარ პივო აღფრთოვანებული დარჩა სოფოს ვოკალური მონაცემებით და იგი თავის გადაცემაში TV5 მიიწვია.
სოფოს დებიუტი ქართველი მსმენელის წინაშე 2009 წლის ივლისში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის, ჯოზეფ ბაიდენისთვის მიძღვნის ოფიციალურ საღამოზე შედგა.
2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.