„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ – ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები იუსტიციის სახლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობამდე მსვლელობას გამართავენ

„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ – ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები იუსტიციის სახლთან იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან.
აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლიდან მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გეგმავენ მისვლას.
იუსტიციის სახლთან იმყოფებიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მსახიობები.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. ასევე, ითხოვენ ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს