ესტონეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე თავად მიხალი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალსა და უმაღლესი რადას სპიკერს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდება.
„უკრაინის მხარდაჭერა, მის გამარჯვებამდე, ესტონეთის პრიორიტეტად დარჩება, დათმობებზე არ წავალთ. უკრაინის გამარჯვება ევროპის, აშშ-სა და მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვებაა“, – წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა