“ზურაბიშვილი მოფრინავდა ჩემთან ერთად, ეკონომ სავარძელზე სტამბოლიდან. მთელი თვითმფრინავი ტაშს უკრავდა და მადლობას ეუბნებოდა“ – არტისტი

არტისტი Hamatsuki Instagram-ზე წერს, რომ სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ფრენისას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმგზავრა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტი ეკონომ კლასით მგზავრობდა ხალხი კი მის მიმართ აღფრთოვანებას არ მალავდა და მადლობას უხდიდა.

მოფრინავდა ჩემთან ერთად ჩვეულებრივ ეკონომ სავარძელზე სტამბულიდან ❤️ მთელი თვითმფრინავი ტაშს უკრავდა და მადლობას ეუბნებოდა.

თუნდაც ეს პატარა დეტალიც ძალიან ბევრს ამბობს. იმედია კარგი ნიუსებით ჩამოვიდა…“, – წერს Instagram-ზე არტისტი Hamatsuki.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა, არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც