მერაბ ღაღანიძე: არ შეიძლება, დაირქვან თავად “აკადემიკოსები” და შეიკრიბონ, როცა მოესურვებათ და სადაც მოესურვებათ, რათა ერთად გაატარონ დრო სასიამოვნოდ, უმეტესად, სუფრასთან, ოღონდ ჩემგან მიღებული დაფინანსების გარეშე?

“ყური მოვკარი, რომ ეგრეთ წოდებული “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია” დღეს ატარებს მორიგ საერთო კრებას, სადაც მორიგი “აკადემიკოსები” უნდა აირჩიონ, – რა თქმა უნდა, გამორჩეულნი უწიგნურობითა და პოლიტიკური ერთგულებით ხელისუფლების მიმართ. თავს დავდებ, რომ, ვთქვათ, ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში (სადაც რაღაც მაინც გამეგება) მხოლოდ სამ პიროვნებას შეიძლება ეწოდოს მკვლევარი. იმ დარგებში, რომელთა მცოდნე არა ვარ, კარგად ვიცი, რომ მსოფლიოში აღიარებული ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ბიოლოგები ამ ე. წ. “აკადემიის” წევრობას ვერ ეღირსნენ.
რაკი “აკადემიას” ინახავენ სახელმწიფო ბიუჯეტით, შესაბამისად, მიჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ უნდა შევინახო ჩემი გადასახადით (რაც, ასევე, ყველა ქვეყნის მოქალაქეს თუ მაცხოვრებელს შეეხება!) ეს სრულიად უმიზნო, სრულიად უშინაარსო, სრულიად კორუმპირებული, სრულიად სამარცხვინო და არცთუ იშვიათად სასაცილო საზოგადოება? არ შეიძლება, დაირქვან თავად “აკადემიკოსები” და შეიკრიბონ, როცა მოესურვებათ და სადაც მოესურვებათ, რათა ერთად გაატარონ დრო სასიამოვნოდ, უმეტესად, სუფრასთან (რისი ბევრი ვიდეომასალა არსებობს), ოღონდ ჩემგან, როგორც კანონმორჩილი გადამხდელისაგან, მიღებული დაფინანსების გარეშე?” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურისა და რელიგიის მკვლევარი .