ნინო ჟვანია: ეს ჩვენი ხმაა… საქართველოს ხმა! ნებისმიერ კომპოზიტორს, მუსიკოსს ვაძლევ უფლებას, გამოიყენოს ეს ჩანაწერი… გამოიყენოს საქართველოს ხმა!

“დღეს გადავწყვიტე, ჩამეწერა ეს ხმა – პარლამენტის რკინის ჯებირზე დარტყმების ხმა… რომ ვიწერდი, მივხვდი, რომ ისე გამიტაცა, ჩამწერს ვერ ვთიშავდი…
მერე ჯონ კეიჯის 4’33” გამახსენდა – “ჩუმი პიესა”, რომელიც 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში სრულ სიჩუმეში სრულდება.
კეიჯმა გადაწყვიტა, ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ სიჩუმე არ არსებობს… მას შემდეგ, რაც 1951 წელს იგი ეწვია ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალურ ბგერაგაუმტარ კამერას იმ მიზნით, რომ მოესმინა, როგორ ჟღერს აბსოლუტური სიჩუმე. “მე მართლაც მეგონა, რომ არაფერს გავიგონებდი”, – ჰყვებოდა კეიჯი. მაგრამ არაფრის მაგივრად კომპოზიტორმა ორი – მაღალი და დაბალი ბგერა გაიგონა. ამ ფაქტმა გააოგნა იგი: კეიჯმა ეს კამერის ნაკლოვანებას მიაწერა. მოგვიანებით მას აცნობეს, რომ მაღალი – მისი ნერვიული სისტემის მოქმედების, დაბალი კი – სისხლის მიმოქცევის ხმოვანი შედეგი იყო.
ეს რომ გამახსენდა, გავიფიქრე, რომ ეს ხმებიც ჩვენი ნერვიული სისტემის და სისხლის მიმოქცევის ხმებია და… ჩამწერი მე-4 წუთსა და 33-ე წამზე გავაჩერე…
მეტი არაფერი მიქნია…
ეს ჩვენი ხმაა… საქართველოს ხმა!
P.S. ნებისმიერ კომპოზიტორს, მუსიკოსს ვაძლევ უფლებას, გამოიყენოს ეს ჩანაწერი… გამოიყენოს საქართველოს ხმა!” –  წერს სოციალურ ქსელში პიანისტი, თბილისის კონსერვატორიის ასოც. პროფესორი ნინო ჟვანია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს