მედია: ამერიკაში დაბადებული ყველა პირი ამ ქვეყნის მოქალაქე, სავარაუდოდ, ვეღარ გახდება – რას გეგმავს ტრამპი?

აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, შე­ეც­დე­ბა, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბით გა­ა­უქ­მოს -ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­ბა­დე­ბით მო­პო­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

  • NBC-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში შე­კი­თხვა­ზე, გეგ­მავს თუ არა შე­ას­რუ­ლოს და­პი­რე­ბა, რომ გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღეს და­ას­რუ­ლებს აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­ბა­დე­ბით მო­პო­ვე­ბის უფ­ლე­ბას, ტრამპმა უპა­სუ­ხა : „დიახ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად“.

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, შე­უძ­ლია თუ არა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ქმე­დე­ბით გა­და­ლა­ხოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-14 შეს­წო­რე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქეა“, დო­ნალდ ტრამპმა უპა­სუ­ხა:

“მოგ­ვი­წევს მისი შეც­ვლა. ალ­ბათ, მოგ­ვი­წევს ხალ­ხთან დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ უნდა და­ვას­რუ­ლოთ ეს. ჩვენ ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა ვართ, რო­მელ­საც ეს გვაქვს. იცით თუ არა, რომ თუკი ვინ­მე ფეხს და­ად­გამს ჩვენს მი­წა­ზე, მხო­ლოდ ერთ ფეხს, ორის დად­გმაც არაა სა­ჭი­რო, „გი­ლო­ცავთ, თქვენ ახლა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე ხართ“. დიახ, ჩვენ ამას და­ვას­რუ­ლებთ, რად­გან ეს უაზ­რო­ბაა“, – აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი