ლოიდ ოსტინმა და რუსტემ უმეროვმა „რამშტაინის“ შეხვედრის დაგეგმვაზე ისაუბრეს

აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და რუსტემ უმეროვმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებასა და აშშ-ის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე ისაუბრეს, – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მდივანმა ოსტინმა აცნობა მინისტრ უმეროვს აშშ-ის უსაფრთხოების შესახებ დახმარების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ის შესაძლებლობები, რომელიც უკრაინას რუსული აგრესიასთან საბრძოლველად სჭირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პენტაგონის ინფორმაციით, მხარეებმა მათ ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის დაგეგმვა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უწყვეტი ძლიერი მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ე.წ. „რამშტაინის“ ფორმატში დეკემბერშია დაგეგმილი და ის, შესაძლოა, ლიდერების დონეზე ჩატარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა