ევროკავშირი და „მერკოსური“ ერთმანეთს ბაზრებს უხნიან საქონლისა და მომსახურების იმპორტ-ექსპორტის ხელშესაწყობად

„დღევანდელი დღე ნამდვილად ისტორიულია“, – ამბობს ევროპულ ლურჯ პიჟაკში გამოწყობილი ევროკომისიის პრეზიდენტი, , რის შემდეგაც ის ამ მომენტს არგენტინის, ურუგვაის, პარაგვაის და ბრაზილიის – სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზრის, იგივე „მერკოსურის“ დამფუძნებელი 4 სახელმწიფოს – ლიდერებთან ფოტოს გადაღებით უკვდავყოფს.
იმ დოკუმენტის მეშვეობით, რომელსაც მათ ახლახან მოაწერეს ხელი, ევროკავშირი და სამხრეთ ამერიკის ეს სახელმწიფოები შორსმიმავალი მიზნების ხორცშესხმას ისახავენ მიზნად. შეთანხმება, მთლიანობაში, 780 მილიონზე მეტი მომხმარებლის ინტერესებს შეეხება – ევროკავშირი და „მერკოსური“ ხსნიან თავიანთ ბაზრებს, რათა მთელი რიგი საქონლისა და მომსახურების იმპორტ-ექსპორტს შეუწყონ ხელი.
სამხრეთ ამერიკიდან ევროკავშირში გაიგზავნება საქონლის ხორცი, ქათამი, შაქარი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული, მაგალითად, ლითიუმი. საპირისპირო მიმართულებით -მანქანები, სხვადასხვა სერვისი, ფიტოსანიტარული და ფარმაცევტული პროდუქტები… ეს არის ვაჭრობის გაფართოების ხელშესახები პერსპექტივა იმ პირობებში, როდესაც ახალ ბაზრებს ჩინეთი იპყრობს, შეერთებული შტატები კი თავის ბაზარს იცავს.
მაგრამ როგორი იქნება ამ შეთანხმების სოციალური და ეკოლოგიური ფასი? რას მოუტანს ის ევროპელ ფერმერებს, განსაკუთრებით საქონლის ხორცის მწარმოებლებს? ამ შეთანხმების პერსპექტივა საკამათოა მოლაპარაკებების დაწყებიდან 25 წლის შემდეგაც, როდესაც ის უკვე ფინიშის სწორზეა გასული.
შეთანხმების მოწინააღმდეგეებისთვის ეს არის არა თამაშის, არამედ რაუნდის დასასრული. მართალია, შეთანხმების ხელმოწერით მოლაპარაკებებიდასრულდა, მაგრამ ხელშეკრულება ჯერ არ არის დამტკიცებული.
„მერკოსურთან“ ევროკავშირის შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო ნაბიჯების მოკლე აღწერა:
ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში წარსადგენი შეთანხმება
„მერკოსურთან“ ევროკავშირის შეთანხმების ვრცელი შინაარსისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მისი ზოგიერთი დებულება ეროვნულ უფლებამოსილებებთან იკვეთება, დოკუმენტი ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ ერთხმად უნდა დაამტკიცოს. ასე რომ, მას ერთი წევრი ქვეყნის ვეტოც კი დაბლოკავს. გარდა ამისა, მისი რატიფიცირება ევროკავშირში შემავალი ქვეყნების პარლამენტებმა უნდა მოახდინონ, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს.
თუმცა, სავარაუდოა, რომ ევროკომისია, რომელსაც 2019 წელს შეთანხმების პირველი ვერსიის ჩიხში შესვლის გამოცდილება აქვს, ამ დაბრკოლებისთვის გვერდის ავლას შეეცდება. ბრიუსელი დოკუმენტის ტექსტს დაყოფს პოლიტიკურ ნაწილად, რომელიც 27 ქვეყანამ ამ რთული პროცედურის ფარგლებში ერთხმად უნდა დაამტკიცოს, და კომერციულ ნაწილად – მთავარ ნაწილად, რომელიც შეიძლება უფრო მარტივად დამტკიცდეს.
ამის შემდეგ სავაჭრო შეთანხმებას ევროპის საბჭოს სხდომაზე კენჭი ეყრება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების „კვალიფიცირებული უმრავლესობით“. ამ შემთხვევაში, დამტკიცებას დასჭირდება არა 27-ვე წევრი ქვეყნის, არამედ მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობა, რომლებიც ევროპის მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენენ. თუმცა, არც ამის მიღწევა იქნება ადვილი, რადგან საფრანგეთი უზომოდ არის განრისხებული.
თავისი უკმაყოფილება პარიზმა უკვე მონტევიდეოში „ისტორიული მომენტის“ ფოტოსესიის დროს გამოხატა: „ეს ნამდვილად არ არის ამ ისტორიის დასასრული. ის, რაც მონტევიდეოში ხდება, არის არა შეთანხმების ხელმოწერა, არამედ, უბრალოდ, მოლაპარაკებების პოლიტიკური დასრულება“.
„ეს დოკუმენტი, ჯერჯერობით, მხოლოდ ევროკომისიას აკისრებს ვალდებულებებს და არა ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს“- საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის გადამდგარი მინისტრი, სოფი პრიმასი.
„ეს დოკუმენტი, ჯერჯერობით, მხოლოდ ევროკომისიას აკისრებს ვალდებულებებს და არა ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს“, – ასე გამოეხმაურა მომხდარს საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის გადამდგარი მინისტრი, სოფი პრიმასი.
საფრანგეთი ამჟამად ევროკავშირის შიგნით მუშაობს ისეთი უმცირესობის შექმნაზე, რომელიც მონტევიდეოს შეთანხმებას დაბლოკავს: შეთანხმება არ დამტკიცდება, თუ მასზე უარს იტყვის ოთხი ევროპული სახელმწიფო, რომლებშიც ევროკავშირის მოქალაქეების მინიმუმ 35% ცხოვრობს.
ვინ შეიძლება შეუერთდეს საფრანგეთის პროტესტს? ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელი გერმანია ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს: კანცლერი მიესალმა ხელმოწერას, რომელმაც „ეკონომიკის უფრო დიდი ზრდა და კონკურენტუნარიანობა უნდა უზრუნველყოს“. ამ გზას არც ესპანეთი და პორტუგალია დაადგებიან, რომლებიც ხელშეკრულებას უყურებენ, როგორც შესაძლებლობას, რომელიც შეუძლიათ, თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. თუმცა, პოლონეთი, ალბათ, საფრანგეთს გვერდში დაუდგება, ისევე როგორც ავსტრია და ირლანდია. ნიდერლანდები კი უარზეა, რომ პროტესტს შეუერთდეს.
როგორ მოიქცევა ჯორჯია მელონის იტალია? ამ ქვეყანამ, სადაც 59 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შეიძლება გადამწყვეტი სიტყვა თქვას. იტალია კი მერყეობს, რადგან, ერთი მხრივ, ფერმერების ინტერესების დაცვაზე ზრუნავს, მეორე მხრივ – ინდუსტრიის, განსაკუთრებით საავტომობილო სექტორის ინტერესებზე ფიქრობს. ბოლო დღეებში რომი მიანიშნებს, რომ იტალია შეთანხმების წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაგრამ ეს საბოლოოდ ჯერ არ დადასტურებულა.
თავის მხრივ, ბელგიაც ორ ცეცხლს შუაა: შეთანხმების შედეგები ფლანდრიასა და ვალონიაზე ერთნაირად არ აისახება და ამიტომ, ბუნებრივია, ამ რეგიონში დოკუმენტს ერთნაირად არ უყურებენ. ბელგიელებმა, შესაძლოა, ხმის მიცემისგან თავი შეიკავონ.
სახელმწიფოების პოზიციები უახლოეს დღეებში უფრო გამოიკვეთება, როდესაც შეთანხმების საბოლოო ტექსტი გახდება ცნობილი, რაც ყველას საშუალებას მისცემს, თავისი დამოკიდებულება მკაფიოდ გამოხატოს.
კენჭისყრა ევროპარლამენტში
სავაჭრო შეთანხმება ევროპარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს. ტექსტის ხელმოწერისა და ევროპის საბჭოში კენჭისყრის შემდეგ, ეს არის მესამე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს შეთანხმების ძალაში შესვლას.
უმტკივნეულად არც ეს პროცესი ჩაივლის. აქაც ხმების დათვლაა საჭირო და მთელი ყურადღება იტალიისკენ, კერძოდ კი, ჯორჯია მელონის პარტია „იტალიის ძმებისკენ“ არის მიპყრობელი, რომელსაც შეუძლია, შეთანხმების ბედი ორივე მიმართულებით შეაბრუნოს – სავაჭრო შეთანხმება თაროზე შემოდის, ან შთამომავლებს სარგებლობის მისაღებად გადაულოცოს.
რა მოხდება, თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი-სახელმწიფო სავაჭრო შეთანხმებას არ დაამტკიცებს? ამ შემთხვევაში, მას მაინც მოუწევს მისი შესრულება, რადგან წევრი ქვეყნები, ერთიანი ევროპული ბაზრის ფარგლებში, საკუთარი სტანდარტებისა და საბაჟო გადასახადების გამოყენების ნაცვლად, პრიორიტეტს საერთო საბაჟო პოლიტიკას ანიჭებენ.
წყარო: 1 არხი