თუ მოკავშირეები საკმარის ინვესტიციას არ განახორციელებენ თავდაცვაში, აშშ NATO-ს დატოვებას განიხილავს – ტრამპი

აშშ დარჩება ალიანსში, თუ მას სამართლიანად მოექცევიან, მოკავშირეები საკმარის ინვესტიციას თუ არ განახორციელებენ თავდაცვაში, ნატო-ს დატოვებას განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი თუ გადაიხდიან გადასახადებს და სამართლიანად მოგვექცევიან, მაშინ პასუხი არის, რომ მე აბსოლუტურად დავრჩები ნატო-ში“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, შეამციროს ამერიკის მხრიდან სთვის დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ყაზახური მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით, შექმნილ ფაქტორთა ერთობლიობა, საქართველოს უხსნის შესაძლებლობების „ფანჯარას“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოხმარებისათვის, რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულის შემცირება მოახდინოს“ – TCRC