რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ის წყაროს ცნობით, ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
“ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა. რუსეთმა, ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე, მას თავშესაფარი მიანიჭა.” – ამბობს მედიის წყარო.
აქამდე მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომ ბაშარ ალ-ასადის თვითმფრინავმა კურსს გადაუხვია და შესაძლოა ჩამოვარდა.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
წყარო: ტაბულა
