“ახალგაზრდებო, თქვენს გვერდით ვარ” – ნანი ბრეგვაძე

“მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვთვლი, რომ დაუშვებელია ახალგაზრდებზე ძალადობა! დაუშვებელია, პოლიცია უსწორდებოდეს ჟურნალისტებს ან ნებისმიერ მის თანამოქალაქეს და თვალს ხუჭავდეს კონკრეტული მოძალადეების ქმედებებზე. ეს ბოროტებაა და ომში ყველანი დავმარცხდებით.
განვიცდი, როგორც ჩემი შვილთაშვილების, ასევე ყველა იქ მდგომი ადამიანის ბედს. გაუფრთხილდით ჩვენს მომავალ თაობას და გთხოვთ, ამ დღეებში დაპატიმრებულ ახალგაზრდებს ნუ დაუნგრევთ მომავალს.
ახალგაზრდებო, მინდა იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ ფიზიკურად თქვენთან ყოფნას”- წერს ნანი ბრეგვაძე განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში