არ გვინდა ჩვენი გადასახადები მოხმარდეს ამ უბედურებას. ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს. ერთი ასანთის ღერია საჭირო და რისთვისაც ვაკეთებთ ბიზნესს, ვისთვისაც ვაკეთებთ ბიზნესს, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს და ვინც ყველაზე ძალიან გვიყვარს, არაფერი აღარ გვექნება,“ – ამბობს ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
„ვაკეთებთ ბიზნესს, სამუშაო ადგილებს ვქმნით და ვიხდით გადასახადებს, არცთუ ისე პატარას. მაგრამ, ჩვენ არ გვინდა ეს გადასახადები მოხმარდეს ამ უბედურებას, რაც ტრიალებს. ყველა ამბობს, რომ „ვემიჯნებით ძალადობას!“ და მაინც ხდება ძალადობა. დენთის სუნი ტრიალებს. ერთი ასანთის ღერია საჭირო და რისთვისაც ვაკეთებთ ბიზნესს, ვისთვისაც ვაკეთებთ ბიზნესს, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს და ვინც ყველაზე ძალიან გვიყვარს, არაფერი აღარ გვექნება“,- ამბობს კევლიშვილი.
