აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭო ინფორმაციას ავრცელებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭო ინფორმაციას ავრცელებს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრას ბრიუსელში ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
აქვე ნათქვამია, რომ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გაუძღვება. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც.
“მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, მიმოიხილავენ მის მიღწევებს და გამოავლენენ კონკრეტულ რეკომენდაციებს პოლიტიკის მომავლისთვის” – აღნიშნულია ტექსტში.
მინისტერიალამდე ბრიუსელში დღესვე იკრიბება საგარეო საქმეთა საბჭო. მთავარ განსახილველ თემებად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ისრაელში არსებული ვითარება სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება