ნოდარ თოფურიძე: ველაპარაკე და ასე მითხრა ” მამა ასე სწორად არასდროს მოვქცეულვარო”

“დღეს გავრცელდა მოძალადეების სია სადაც შეტანილია ჩემი შვილის ლუკა თოფურიძის სახელი. ეს არის პროვოკაცია. ადამიანი რომელსაც ახურავს პომპონიანი ქუდი და არ უკეთია პირბადე მიდის ძალადობის ადგილზე და ეხმარება ძირს დაგდებულ ოპერატორს. იმ ადგილთან მიახლოვება სადაც დიდი საფრთხეა და ადამიანის დახმარება მიმაჩნია რომ არის მამაცობა რომელსაც ბევრი ვერ გაბედავს.
კაცმა ფეხზე წამოაყენა დაზარალებული და მიეხმარა მას პირველი ნაბიჯების გადადგმაში. შემდეგ დატოვა ადგილი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. იგი იქცევა დინჯად და თავდაჯერებულად რაც ასეთ სიტუაციაში ერთადერთი სწორი მოქმედებაა. თუ არა და დაზარალებული თავისას იტყვის. ადგილს ტოვებს იმიტომ რომ აქვს პირობითი მსჯავრი დადებული და ერიდება “შარს”. ველაპარაკე და ასე მითხრა ” მამა ასე სწორად არასდროს მოვქცეულვარო”. უბრალოდ ბრალს ნუ დასდებთ ადამიანს!
ეხლა მე და ჩემს წინააღმდეგობას რაც შემეხება … დღეს როგორც არასდროს ვარ სულით მტკიცე, მშვიდი და ჯიუტი. გული მაქვს რკინის და დღეს მოვდივარ აქციაზე ბაბუაჩემის დროშით რომელიც გვქონდა გულრიფშში, აფხაზეთში. ეს ამომავალი მზის დროშაა და იაპონურს ჰგავს. იაპონია რაინდების-სამურაების ქვეყანაა!” –  წერს სოციალურ ქსელში ნოდარ თოფურიძე.