„თიბისი ბანკი“ სოლიდარობას უცხადებს მშვიდობიან პროტესტში მონაწილე დაკვებულებს

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი – „“ სოლიდარობას უცხადებს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს. დაკავებულთა შორის არიან ბანკის ორი თანამშრომელი: გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძე.
„თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ“, – წერია ბანკის განცხადებაში.
დაკავებულთა შორის არის არის საქართველოში კიდევ ერთი დიდი ბანკის – „ს“ თანამშრომელი – ვაკო ალავიძე.
„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!“ – წერია ბანკის განცხადებაში.
მასალა განახლდება