უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 8 რაკეტა გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა დედაქალაქ კიევის მიმართულებით რუსების მიერ დღეს დილით გაშვებული 8 რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„საერთო ჯამში, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რვა საჰაერო სამიზნე, რომლებიც დედაქალაქისკენ ბალისტიკური ტრაექტორიით მიფრინავდნენ“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს დილით კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და დედაქალაქსა და კიევის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც