“გამოსავალი სამუშაო ჯგუფების შექმნაშია, რომელიც შეიმუშავებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას,” – ასე ფიქრობს სასტუმრო „კოსტეს“ მმართველმა პარტნიორი, რომელმაც საკუთარი მოსაზრება BM.GE-ში შეკრებულ ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
თამარ ბაღდავაძე დარწმუნებულია, რომ ყველა ტიპის და ფორმის, ზომის და მსოფლმხედველობის ბიზნესს აერთიანებს ერთი რამ: ასეთ საქართველოში ცხოვრება არავის უნდა.
„მგონია, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, სადაც იქნებიან იურისტები, გვყავს აუდიტორული კომპანიებიც, იმისთვის რომ შევიმუშაოთ სწორი, სამართლებრივი, კანონის ფარგლებში მოქცეული გადაწყვეტილება და წარვადგინოთ ის, რის გაკეთებაც შეგვიძლია. ეს იქნება რეფერენდუმი, არჩევნები თუ სხვა,” – ამბობს სასტუმრო „კოსტეს“ მმართველი პარტნიორი, თამარ ბაღდავაძე.