არსებული მდგომარეობიდან მარტივი გამოსავალი არ არის, – ასე ფიქრობს ბიზნესმენი ნიკა გამყრელიძე, რომელმაც საკუთარი მოსაზრება BM.GE-ში შეკრებულ ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
“როგორ მივედით აქამდე? – ბევრი რამ არის ამის განმაპირობებელი, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი რაც არის, ეს ჩვენი – ბიზნესის სიჩუმეა, ის თამაშის წესები, რომელიც წლებია არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც საბჭოთა დროიდან გადმოგვყვა – „ცეხავიკური“ თამაშის წესები, რაც განაპირობებს ჩვენს ინდივიდუალურ კონფორმიზმს და შემგუებლობას ამ ყველაფერს,” – ამბობს ნიკა გამყრელიძე.
მისი შეფასებით, დღევანდელ კრიზისს აქვს ძალიან მაღალი ფასი, რასაც ქვეყანა დღეს იხდის.
“გამოსავალი მარტივი არ არის. ერთადერთი გამოსავალია გავიგოთ თავისუფლების მოყვარული ხალხის ხმა, რომელიც გარეთ დგას… ეს არის უპირობოდ ყველა დაპატიმრებულის გამოშვება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა ამ ქვეყანაში, რომელიც სწორად ჩატარდება, რომ ქვეყანამ აირჩიოს ის, ვინც მას უნდა”, – განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.