აქამდე სამი რამის გამო მივედით ახლა ამოსავალი საზოგადოების ერთიანი ხმაა – თინა რუხაძე

შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი საზოგადოების ერთიანი ხმაა, – ასე ფიქრობს კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი თინა რუხაძე, რომელმაც საკუთარი მოსაზრება BM.GE-ში შეკრებულ ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
“გამოსავალი ხალხის და ბიზნესის, საზოგადოების ყველა წრის საერთო პოზიციაშია. იმაში, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას. მე, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, – ამბობს კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
კითხვაზე როგორ მივიდა ქვეყანა დღევანდელ კრიზისამდე, რუხაძე სამ მიზეზს ასახელებს.
“ჩვენ აქამდე მივედით წინა მთავრობის სიძულვილით. მეორე, მე ვფიქრობ ეს იყო უკეთესი მომავლის პოზიტიური მოლოდინი. მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ კონფორმიზმი, რომელიც ჩემი აზრით, ინდივიდუალური კონფორმიზმიდან იწყება. რაღაცაზე გავჩუმდით, რაღაცაზე თვალი დავხუჭეთ. იმ მდგომარეობაში ვართ, ცივ ტაფაზე რომ დასვამ ბაყაყს, ვერ გრძნობს როგორ იწვება. ცხელ ტაფაზე თუ დასვამ, მყისვე გადახტება, მაგრამ ცივ ტაფაზე თუ დასვამ და ნელ-ნელა მოუმატებ ტემპერატურას ის ისე იწვება, რომ ვერ იგებს” – აცხადებს თინა რუხაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ქმედებები, გადაწყვეტილებები და კანონმდებლობა, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს და ამას შედეგები მოჰყვება – ჰერჩინსკი