გამოსავალია ხელახალი არჩევნები. იმისთვის, რათა ქვეყანა დალაგდეს აუცილებელია ხელახალი არჩევნები” – ასე ფიქრობს დღეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევაზე დეველოპერული კომპანია “არსის” აქციონერი თორნიკე აბულაძე, რომელმაც საკუთარი მოსაზრება BM.GE-ში შეკრებულ ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
აბულაძე დარწმუნებულია, რომ ყველას მიზანი ახლა დეესკალაციაა, რადგან ის წერტილი, სადაც ახლა ქვეყანაა, არის უკიდურესად სახიფათო.
“დეესკალაციის გარეშე განმუხტვა ვერ მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში წავა ის, რაც 1990-იანებში ვიხილეთ, ოჯახების დაპირისპირება და ასე შემდეგ. არ ვგულისხმობ ახლა პოლიტიკურ საკითხს, იმისთვის, რათა ქვეყანა დალაგდეს აუცილებელია ხელახალი არჩევნები”, – განაცხადა თორნიკე აბულაძემ და დაამატა, რომ ბიზნესი ყველაფერს ხედავს.
“რაც შეეხება ბიზნესს, ცხადია, რომ ბიზნესი ამას ყველაზე კარგად ხედავს და აანალიზებს, შეიძლება რაღაცას არ ამბობენ, მაგრამ მგონია რომ საბოლოოდ ყველაზე მეტი მუშაობა სწორედ ბიზნესის მხრიდან ხდება რაღაცეებზე,” – ამბობს აბულაძე.