“მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებებზე სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა” – ირაკლი კობახიძე

“მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებებზე სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს.
„ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც ძალადობის პრევენციისთვის ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება“, – განაცხადა ირაკლი მ.
მანამდე იგივე ინიციატივა ქართული ოცნების კიდევ ერთმა ლიდერმა მაც გააჟღერა.
მდინარაძის განმარტებით, მის ინიციატივას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა და დარწმუნებულია, რომ ამ თემას ექნება მხარდაჭერა. მდინარაძემ იქვე მიმართა ოპონენტებს, რამდენად მისაღებია მათთვის ნიღბით რომ გადაადგილდებიან უცხო პირები.
გუშინდელ აქციაზე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში ჩართვისას ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს, წაართვეს ტექნიკა. ჟურნალისტიც და ოპერატორიც ტვინის შერყევით კლინიკაშია მოთავსებული. მალევე “ტვ პირველის” დირექტორმა, ვატო წერეთელმა $25 000 დააწესა ჯილდო მათთვის, ვინც მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მიაწვდიდა.
ფაქტის ამსახველ ვიდეოში ჩანს რომ ამას აკეთებს ნიღბიანი დაჯგუფება, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ. საზოგადოების ნაწილი ამ სისასტიკეს “ქართული ოცნების” ე.წ. ტიტუშკებს მიაწერს, თუმცა, თავად “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ მედიაზე თავდამსხმელებს არანაირი კავშირი მათთან არ აქვთ.
შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე მედიის მხარდამჭერი აქცია იმართება.
ცნობისთვის, ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
შეგახსენებთ, ცხრა ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკავებს აქციის მონაწილებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.