ასადი წავიდა, ის თავისი ქვეყნიდან გაიქცა. მისი მფარველი, რუსეთი, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
„უპირველეს ყოვლისა, რუსეთს იქ ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. მათ სირიის მიმართ ინტერესი უკრაინის გამო დაკარგეს, სადაც დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, რუსეთი და ირანი ახლა დასუსტებულ მდგომარეობაში არიან, რუსეთი უკრაინისა და ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ირანი კი ისრაელისა და მისი საბრძოლო წარმატების გამო.
შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა სირიის დედაქალაქი დამასკო დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა დედაქალაქი თვითმფრინავით დატოვა. ამ დროისთვის, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.