შეგახსენებთ, წუხელ აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების დროს “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
ფაქტის ამსახველ ვიდეოში ჩანს რომ ამას აკეთებს ნიღბიანი დაჯგუფება, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ. საზოგადოების ნაწილი ამ სისასტიკეს “ქართული ოცნების” ე.წ. ტიტუშკებს მიაწერს, თუმცა, თავად “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ მედიაზე თავდამსხმელებს არანაირი კავშირი მათთან არ აქვთ.