ბერბოკი არაბულ ქვეყნებს მიმართავს, მოუწოდონ „ჰამასს,“ დაყაროს იარაღი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა არაბულ ქვეყნებს მოსთხოვა, ღაზაში ომის დასრულებისთვის მეტი გააკეთონ. თავის ყოველკვირეულ ინტერვიუში, რომელიც ბერბოკმა მისცა გერმანიის რადიოს, Deutschlandfunk-ს, მინისტრმა გადაჭრით მოუწოდა პროგრესულ არაბულ ქვეყნებს, „ზეგავლენა“ იქონიონ „ჰამასზე“ – აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულად შერაცხილ დაჯგუფებაზე, რათა დაყაროს იარაღი. არ შეიძლება პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა და ამასთან ფიქრი, რომ ისრაელმა უბრალოდ უნდა შეწყვიტოს თავდაცვა.
ეს არის იმის უგულებელყოფა, რომ არ დასრულდება ტანჯვა პალესტინელებისა, რომლებსაც „ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს. არავინ არის გულგრილი იმის მიმართ, რომ ღაზაში ათასობით ბავშვი იხოცება, თქვა ბერბოკმა, რომელმაც ისრაელს მიმართა, რაც შეიძლება შეზღუდოს ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება მხოლოდ პროკლამაციებით მოსახლეობას მოუწოდო, უსაფრთხო ადგილებს მიაშურონ, როცა ამგვარი უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. საჭიროა უსაფრთხო სივრცე, სადაც მოსახლეობას შეეძლება წავიდეს, სამხედრო აქცია უფრო მიზნობრივად უნდა ჩატარდეს.
„ისრაელის ბრძოლა უდანაშაულო პალესტინელების წინააღმდეგ კი არა, არამედ ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ წინააღმდეგ არის მიმართული, თქვა ბერბოკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც