ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

7 დეკემბერს, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ, როგორც , ისე სოციალურ ქსელ “ექსის” მეშვეობით ავრცელებენ.
“მადლობა პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხისადმი. ჩვენი ერების ბრძოლა დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის გაიმარჯვებს – ალტერნატივა არ არსებობს”,- წერს ზურაბიშვილი.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ:
“პარიზში, საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს შევხვდი. გამოვხატე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი, რომელიც იბრძვის თავისი ღირსეული მომავლისთვის. ხაზი გავუსვი, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის მთავრობის [მცდელობის] პრევენცია, რომ ქვეყანა პუტინს გადასცეს, აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის. რუსეთისთვის ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს – ეს ეხება შავი ზღვის რეგიონის კონტროლს, რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველას ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონში და მთელ ევროპაში.
მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ კოორდინაციას გაუწევს პარტნიორებთან ერთად, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი [მომხდარზე] და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც ისინი იცავენ თავიანთ უფლებას, იცხოვრონ თავისუფლად და დამოუკიდებლად”.
ზურაბიშვილი ახლა საფრანგეთში პრეზიდენტ მაკრონის მიწვევით იმყოფება, სადაც მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას ესწრება. პარიზში ყოფნისას, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და “ექსის” მფლობელსა და დონალდ ტრამპის გარდამავალი გუნდის წევრ ილონ მასკს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)