ლავროვის თქმით, სირიაში ამბოხებულების წინსვლა “მიუღებელია”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიაში, მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფებებისთვის ტერიტორიების დაპყრობის საშუალების მიცემა “მიუღებელია”.

აღნიშნული განცხადება ლავროვმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გააკეთა მას შემდეგ, რაც იგი სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თურქ და ირანელ კოლეგებს შეხვდა.

“მიუღებელია, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებს საშუალება მიეცათ, შეთანხმების დარღვევით, კონტროლი დაამყარონ ტერიტორიებზე”. – განაცხადა ლავროვმა დოჰაში გამართულ ფორუმზე.

, რომელიც დიდი ხანია, რაც სირიის მოკავშირეა, 2015 წელს ასადის რეჟიმის დასახმარებლად სამოქალაქო ომში ჩაერთო. რუსეთს სირიაში განლაგებული ჰყავს სამხედრო ნაწილები და აკონტროლებს საზღვაო და საავიაციო ბაზებს ტარტუსისა და ლატაკიის ქალაქებში.

ლავროვის თქმით, რუსეთი “სირიის არმიას ეხმარება, რათა ტერორისტების თავდასხმებს გაუმკლავდეს”.

ვრცლად