ტვ პირველის ჟურნალისტებს, რომლებსაც თავს დაესხნენ, ტვინის შერყევა აქვთ

ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან ჰოსპიტალიზებულები.
როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, მათ უკვე ჩაუტარდათ კვლევების ნაწილი და მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში გააგრძელებენ:
„ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი ტვინის შერყევა აქვთ. კვლევები კვლავ მიმდინარეობს. დაზიანებები ძირითადად აქვთ თავის, სახის არეში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევები“, – ამბობს კლინიკის ექიმი.
“ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები 7 დეკემბერს, ღამით დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. როგორც მაკა ჩიხლაძე ჰყვება, გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ მას შემდეგ ავიდა, რაც მათ შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები ადამიანებს არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამოეხმაურა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი , რომელმაც თქვა, რომ “99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ