სასწრაფოდ არის გამოსაძიებელი აღნიშნული ინციდენტი, ეს არის პროვოკაცია მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესები

რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის მოხდა. პირდაპირ ეთერში მოწმენი გავხდით აუწერელი სისასტიკით როგორ გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს ნიღბიანი ადამიანები,- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გაურკვეველი პირების მიერ, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.
მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება, რადგანაც ეს არის პროვოკაცია მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესები.
„რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის მოხდა. პირდაპირ ეთერში მოწმენი გავხდით აუწერელი სისასტიკით როგორ გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს ნიღბიანი ადამიანები. სასწრაფოდ არის გამოსაძიებელი ეს ინციდენტი.
ეს არის პროვოკაცია მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესები.
ყველამ ერთად, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ მხარეს დგას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უბედურება აღარ გამეორდეს.
ნუ დავასხამთ მტრის წისქვილზე წყალს,“- წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს