“გაუთვალისწინებელი ინციდენტია” – მდინარაძე ქალაქში მოთარეშე ბანდებზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, “TV პირველის” გადამღებულ ჯგუფზე თავვდასხმას “გაუთვალისწინებელ ინციდენტს” უწოდებს.
ის “იმედზე” ამტკიცებს, რომ “99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”.
“ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამორალური ამავდროულად. ეს არის მავნებლობა. 99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”, – თქვა მდინარაძემ.
“TV პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ტიტუშკები დაესხნენ, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებს სცემდნენ.
უკვე საათზე მეტია ადამიანები ჰყვებიან, რომ ქალაქში დათარეშობენ შავტანსაცმლიანები, ცემენ ადამიანებს, ადგილზეა პატრული, თუმცა, არ აქვს რეაგირება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”