მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე – ისინი არ არიან პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები, არ არიან ჩვენი აქტივის წევრები – ჩემი აზრით, ეს იმის გაკეთებულია, ვისაც არეულობა, ქაოსი და ახალი ე.წ კარწინკები სჭირდება

ისინი არ არიან პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები, ისინი არ არიან ჩვენი აქტივის წევრები, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.
მდინარაძის აზრით, თავდასხმა განახორციელა მან, ვისაც არეულობა და ქაოსი უნდა.
„ჩემი სუბიექტური აზრია, ვისაც არეულობა, ქაოსი და ახალი ე.წ კარწინკები სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმის მითუმეტეს, არის ამორალური“, – აცხადებს მდინარაძე.