„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს.
ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავის არეში აქვს რამდენიმე ჭრილობა. რაც შეეხება დაშავებულ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს სახის არეში აქვს მიღებული დაზიანებები.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გამოძახების მიუხედავად, საპატრულო პოლიციას მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია და ადგილზე ამ დრომდე არ მისულა. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადას, ის შემთხვევის ადგილზე მხოლოდ რამდენჯერმე გამოძახების შემდეგ მივიდა.
შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე მოხდა. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირი დაესხა თავს. მაკა ჩიხლაძეს ზურგიდან თავში ჩაარტყეს და წააქციეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, წაქცევის შემდეგ ურტყეს წიხლები, მათ შორის სახეში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ