სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ამბოხებულებმა სირიაში წარმატებით დაიწყეს შეტევა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. CNN-ის ცნობით, პრეზიდენტი ამ დროისთვის დედაქალაქ დამასკოში არ იმყოფება.
სირიის პრეზიდენტის აპარატის ოფიციალური ვერსიაა, რომ ასადი დედაქალაქიდან არსად გაქცეულა, თუმცა, ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ სირიის პრეზიდენტი ამჟამად ქალაქში არ იმყოფება, რასაც ადასტურებს თუყნდაც იმით, რომ ასადის საპრეზიდენტო დაცვა აღარ იმყოფება მის ჩვეულ რეზიდენციაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის განცხადებით, ასადის რეჟიმი შესაძლოა რამდენიმე დღეში დაეცეს.
შეგახსენებთ, სირიის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს, რომ ბაშარ ასადმა დედაქალაქი დამასკო დატოვა.
ასადის ოფისის განცხადებით, გმობენ გავრცელებულ ჭორებს და ყალბ ინფორმაციას და აღნიშნავენ, რომ ბაშარ ასადი განაგრძობს მოვალეობების შესრულებას სირიის დედაქალაქიდან.
გასულ კვირას სირიელმა ამბოხებულებმა შეტევა განაახლეს და მას შემდეგ დედაქალაქისგან ჩრდილოეთით და სამხრეთით რამდენიმე ქალაქი დაიკავეს, მათ შორის ალეპო, ჰამა და დერა, რომელიც დამასკოდან სამხრეთით 70 მილში მდებარეობს. აჯანყებულები ასევე შევიდნენ ჰომსში.
ამის პარალელურად, სირიელ ქურთთა დაჯგუფებამ, „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ დაიკავა სირიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი დეირ-ალ-ზორი, ასევე სირიასა და ერაყის საზღვარზე გადასასვლელი პუნქტი.