„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.
ორივე მათგანი აცხადებს, რომ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ბესიკის ქუჩაზე „ტიტუშკები“ თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც აქციამდე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. მოვედით თუ არა, ხელჩართული ბრძოლა იყო და რა თქმა უნდა, დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ , 30-ზე მეტი იყვნენ. ყველას ერთნაირი შავი ნიღაბი უკეთია. შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება იმიტომ, რომ მხოლოდ თვალები უჩანთ. მე წამაქციეს, მირტყეს – „ბ…ო, შენ რას იღებ!“, ასე მომართავდნენ. ამ დროს ოპერატორს, გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი. ერთმა უთხრა, „გოგოა თავი დაანებე“, მაგრამ წიხლი მომაყოლა მაინც და ისე წავიდა. „რეებს აშუქებთ, წადით აქედან“ – ჩვენს საინფორმაციო პოლიტიკასთან ჰქონდათ მათ პრობლემა. მიკროფონი წამართვეს, ხელიდან ამაგლიჯეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირმა ინაშვილი: პარლამენტმა შეცვალოს “დანოსების შესახებ” საბჭოური კანონი და სხვა წითელი კანონები, 37- იან წლებს რომ აცოცხლებს, გადადგით ერთი ნაბიჯი მაინც ვითარების განმუხტვისკენ, თორემ არავინ, არავინ არ გაპატიებთ იმას, რა უბედურებაც შესაძლოა ქვეყანაში დატრიალდეს

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ