კობა ხაბაზი მასზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება

როდესაც ჩავდიოდი, უეცრად ამოვარდნენ. 50-მდე ადამიანი იყო. დაიწყეს გინება, ცემა. თავში ჩამარტყეს რაღაც და დავეცი, შემდეგ წიხლებს მირტყამდნენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, კობა ხაბაზმა პარტიის ოფისში მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ განაცხადა.
კობა ხაბაზის თქმით, თავდამსხმელების გეგმა იყო, რომ ვინმე ცნობილი ადამიანი ეცემათ.
„მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ლიფტიდან გამოვედი, იქვე კიბეა ოფისში ჩასასვლელი და როდესაც ჩავდიოდი, უეცრად ამოვარდნენ. 50-მდე ადამიანი იყო. დაიწყეს გინება, ცემა. თავში ჩამარტყეს რაღაც და დავეცი, შემდეგ წიხლებს მირტყამდნენ. აშკარად მიცნეს და დამესივნენ. დავალება იყო, რომ ვინმე ცნობადი სახე ეცემათ. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული.
ეს დაპირისპირება ოფისის შიგნით დაიწყო, სადაც არის გამშვები პუნქტი. შიგნით გველოდებოდნენ, ვინც პირველი გამოვიდოდა, ის მოჰყვებოდათ ხელში და მე აღმოვჩნდი პირველი. გეგმა იყო ეცემათ ვიღაც და ვისაც სცემდნენ, უნდა ყოფილიყო მეტ-ნაკლებად ცნობადი ადამიანი. სასაცილოდ საწყლები და პატარები არიან, როცა ასე ჩასაფრებით და თან 50 კაცი ესევა ერთ ადამიანს და ფიზიკურად უსწორებენ ანგარიშს. აუცილებლად აგებენ ისინი პასუხს. ივანიშვილი და რუსები აუცილებლად ცუდად დაამთავრებენ”, – განაცხადა კობა ხაბაზმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირმა ინაშვილი: პარლამენტმა შეცვალოს “დანოსების შესახებ” საბჭოური კანონი და სხვა წითელი კანონები, 37- იან წლებს რომ აცოცხლებს, გადადგით ერთი ნაბიჯი მაინც ვითარების განმუხტვისკენ, თორემ არავინ, არავინ არ გაპატიებთ იმას, რა უბედურებაც შესაძლოა ქვეყანაში დატრიალდეს

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ