ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი – მერე რა, რომ ჩვენ არ გაგვიჩენია ის ბავშვები, რომლებსაც თავში წიხლი ამოარტყეს, დააპატიმრეს, რომლებსაც შეიძლება 7-დან 9 წელი მიუსაჯონ, ისინი ჩვენი შვილები და მომავალი არიან

მერე რა, რომ ჩვენ არ გაგვიჩენია ის ბავშვები, რომლებსაც თავში წიხლი ამოარტყეს, რომლებიც დააპატიმრეს, რომლებსაც შეიძლება 7-დან 9 წელი მიუსაჯონ, ისინი არიან ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ პარლამენტთან, აქციაზე განაცხადა.
რუსუდან გოცირიძის თქმით, ღვთისმსახურის მთავარი მისია უნდა იყოს დაჩაგრულის მხარეს ყოფნა.
„მგონი, ადრეც უნდა გამოვსულიყავით იმიტომ , რომ როცა ის დედა, რომელიც მუხლებზე დაეცა და „ჩემი შვილიაო“ ყვიროდა, მაშინ ვყვიროდით ყველა დედა, რომ ყველას შვილი იყო. მერე რა, რომ ჩვენ არ გაგვიჩენია ის ბავშვები, რომლებსაც თავში წიხლი ამოარტყეს, რომლებიც დააპატიმრეს, რომლებსაც შეიძლება 7-დან 9 წელი მიუსაჯონ. ისინი არიან ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი. ღვთისმსახურის მთავარი მისია უნდა იყოს დაჩაგრულის მხარეს ყოფნა. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ჩვენი სამშობლოს მომავალს, ამიტომ ვდგავართ აქ“, – განაცხადა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ვარდანაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება CS-ის პროპილენ გლიკოლში გახსნა არ არის სტანდარტული, დაშვებული ან უსაფრთხო მეთოდი ნებისმიერი სახის ძალოვანი სტრუქტურისთვის ან სამოქალაქო გამოყენებისთვის

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძიებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული