საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას, ს, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად.
სალომე ზურაბიშვილმა X-ის გაავრცელა ტექსტი, რომელშიც მადლობას უხდის უკრაინის პრეზიდენტს, საქართველოს ხალხისთვის მისი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.
“ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ევროპული მომავალისთვის ბრძოლა გაიმარჯვებს, სხვა ალტერნატივა არ არის” – წელს სალომე ზურაბიშვილი.
ზელენსკი პარიზში 7 დეკემბერს პირისპირ შეხვდება -ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, ასევე მასპინძელს, პრეზიდენტის ემანუელ მაკრონს და სხვა ქვეყნების ლიდერებს.
2019 წლის ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანებულ ტაძარი, პარიზის და საფრანგეთის სიმბოლო – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ კვლავ იხსნება.
საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც 7 დეკემბერს საღამოს იმართება, მსოფლიოს 30 სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩადის, მათ შორის არიან ბრიტანეთის პრინცი, უილიამი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ელონ მასკი და სხვები.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ