“ნახევარი ნაბიჯი დარჩა კატასტროფამდე! მივმართავ ხელისუფლების მომხრეებს!” – ლევან ლორთქიფანიძე

“აქცია იყო მშვიდობიანი, მისი ძალადობრივი დაშლის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა” – ამბობს სახალხო დამცველიც კი…
როგორი იყო ხელისუფლების პასუხი? ადამიანების დევნა მეტროს ესკალატორებზე, მოქალაქეებზე ნადირობა ვაჟა-ფშაველას ძეგლამდე, დედებისთვის წართმეული შვილები … მაგრამ გუშინ მთავარი ტაბუ დაირღვა, დემონსტრაციაზე უცნობი პირები იარაღით გამოჩნდნენ! ️ ნახევარი ნაბიჯი დარჩა კატასტროფამდე, ნახევარი! თან ისეთი კატასტროფა იქნება, რომლის შედეგები ათწლეულები გაგრძელდება! მივმართავ ხელისუფლების მომხრეებს! მეგობრებო, გამოფხიზლდით და დაიწყეთ ზეწოლა თქვენს ლიდერებზე! საჯაროდ გააკრიტიკეთ მათი ქმედებები, ღიად თქვით, რომ არ მოგწონთ მორბენალი მარბიელი რაზმების თარეში ქალაქში და იარაღიანი ძველი ბიჭების მიერ თითქმის სისხლიანი პროვოკაციების მოწყობა თბილისის სხვადასხვა უბნებში! მოუწოდეთ ბიძინას, მის უადგილოდ მომღიმარ მარიონეტებსა და გაფუჭებულ რობოტებს, რომ გაჩერდნენ, დაიწყონ გამოსავლის ძიება, დაიწყონ ფიქრი შეთანხმებაზე, რომელიც არ იგულისხმებს ერთი მხარის 100%-ით გამარჯვებას და მეორე მხარის 100%-ით დამარცხებას. არავინ გთხოვთ, ჩვენს მხარეზე გადმოსვლას, გთხოვთ ჩვენი საერთო სამშობლოსა და მშვიდობის მხარეს ყოფნას. თუ ამას არ გააკეთებთ, იცოდეთ, რომ თქვენი კონფორმიზმით დანაშაულის თანამონაწილე ხდებით ! მაინცდამაინც ორი გვამი უნდა შემოაგდონ მეტროს შესასვლელზე?! 15 წლის შემდეგ სტანდარტი იგივე უნდა გარჩეს?! P.S. დღეს ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ლიდერთა ოჯახის წევრებზე. მათ უნდა ურჩიონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს გამოფხიზლება, გადარჩენა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია